ლანჩ-ბოქსები ოფისში, ყოველ სამუშაო დღეს

ლანჩი შენი ოფისისთვის
მარტივად და ეფექტურად

ოფისის ლანჩი გამარტივებულია - დაამატე თანამშრომლები, მიუთითე მისამართი, აირჩიე სამზარეულო და დაიწყე შეკვეთა. ყველა კერძი მოდის ერთ დროს, რაც ლანჩის პროცესს ამარტივებს.

  • მიტანის საფასურის გარეშე
  • დათქმულ დროს
  • დაფინანსება სურვილისამებრ
PomPomEzoLunchFoodbox Saburtaloდედას სუფრაLunch Point

// მაქვს სამზარეულო

მაქვს ჩემი სამზარეულო

დაამატე შენი სამზარეულო Cafeterio-ზე და გაუწიე მომსახურება უამრავ კომპანიას.

დაგვიკავშირდი

// ოფისს მე ვმართავ

მინდა ლანჩი ჩვენს ოფისში

დაამატე თანამშრომლები, მიუთითე ოფისის მისამართი, დააყენე ბიუჯეტი, აირჩიე სამზარეულო და შეუკვეთე

დაგვიკავშირდი

სამზარეულოები

ყველას ნახვა

ნამდვილი ლანჩი - და არა სარეკლამო ფოტო.

ინდივიდუალურად შეფუთული, ოფისში ერთი რეისით მიტანილი - იმ სამზარეულოებისგან, რომლებიც ამას ყოველდღე ამზადებენ.

ერთი პრობლემის 3 მოგვარება

რატომ გამოიყენებს ამას შენი გუნდი

ჩვეულებრივი სამუშაო დღე თბილისში, ერთი ადამიანი, ერთი ლანჩი.

გარეთ გასვლა

15-25 ₾

დამატებით 45 წუთი

  • გზა, რიგი, ლოდინი და უკან დაბრუნება
  • შესვენების ნახევარი ლოგისტიკაზე მიდის
  • მენიუს ამინდი წყვეტს
შენს მაგიდასთან

Cafeter.io

5–16 ₾

მიტანის საფასურის გარეშე

  • საოფისე & შეღავათიანი ფასები
  • ერთი რეისი, ერთი მიტანა, ზუსტ დროს
  • შეუკვეთე ხვალინდელი დღეს, ან მთელი კვირა ორშაბათს
დაკავშირება

მიტანის აპლიკაცია

20-26 ₾

დამატებით 4-6 ₾ თითოეულ მიტანაზე

  • სარესტორნო ფასი, პლუს საკომისიო და მიტანა
  • მოდის მაშინ, როცა მოვა
  • ათი კურიერი ერთ სადარბაზოსთან

გუნდისთვის

დაამატე შენი ოფისი

შენს ოფისშიც გინდა ასეთი ლანჩი? გვითხარი სად მუშაობ - დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.

  1. 1შენ ამატებ შენს ოფისს და ჩვენ ვინიშნავთ, სად მუშაობ.
  2. 2ვუკავშირდებით ოფისს, ვთანხმდებით მისამართზე და ლანჩი მომდევნო კვირიდან იწყება.

კომპანიისთვის

გუნდის ლანჩი - შენი ბიუჯეტით

დააფინანსე ლანჩი სრულიად ან ნაწილობრივ. გაუწერე დღიური ბიუჯეტი და მარტივად დაამენეჯე ოფისი კვება.

1

დაფინანსების თავისუფლება

შენ წყვეტ, რამდენს ფარავ

დააფინანსე ლანჩი სრულად, დააწესე დღიური ლიმიტი ან სულაც ნუ დააფინანსებ - მაშინ თანამშრომლები თავად იხდიან. დაწყება ბიუჯეტის გარეშეც შეიძლება.

2

ერთი მისამართი

ერთი კონტაქტი ყველაფრისთვის

მიუთითე ოფისის მისამართი და მიტანის ადგილი. სამზარეულოებს, განრიგს და მიტანას ჩვენ ვაგვარებთ.

3

ადმინისტრირების გარეშე

ერთი პარტნიორი ხუთის ნაცვლად

აღარც ხუთი სამზარეულო, ხუთი ხელშეკრულება და ხუთი ინვოისი. ერთი პარტნიორი — და ყოველკვირეული ორგანიზება აღარ არის შენი საზრუნავი.

4

ჩარევის გარეშე

კვირა თავისით იგეგმება

კალენდარი ავტომატურად ივსება. გინდა - გადახედე, არ გინდა - არა. ლანჩი ორივე შემთხვევაში მოვა.

5

სრული მოქნილობა

გეგმა იცვლება შენთან ერთად

შეაჩერე ლანჩი კონკრეტულ დღეს, დაბლოკე სამზარეულო ან დააფიქსირე რჩეული მომავალი კვირისთვის.

6

იხდი მხოლოდ შეკვეთაზე

გამოუყენებელი ლიმიტი არაფერი ჯდება

დღიური ლიმიტი იხარჯება მხოლოდ მაშინ, როცა თანამშრომელი ლანჩს შეუკვეთავს. დღე შეკვეთის გარეშე ბიუჯეტიდან არაფერს აკლებს.

როგორ მიდის კვირა

როგორ მუშაობს Cafeterio ოფისში

აირჩიე სამზარეულო ან ააწყე კვირის განრიგი სხვადასხვა სამზარეულოებით. შემდეგ კი მარტივია.

1

// კვირის წინ

ჩნდება მენიუ

ჩნდება იმ სამზარეულოს მენიუ, რომელმაც ხვალ უნდა მოგიტანოს ლანჩი

სამზარეულოსთვის

დიდი და პროგნოზირებადი შეკვეთები

Cafeterio-ს დახმარებით შენს სამზარეულოში გექნება დიდი შეკვეთები რომელთა პროგნოზირება და დამენეჯება იქნება მარტივი.

შეკვეთები იცი ერთი დღით ადრე

შენ წინა დღეს შემოგდის შეკვეთები რისთვისაც მომზადება მარტივია.

იცი მთლიანი კვირა

შენ წინასწარ იცი მთლიანი კვირა მაქსიმუმ რამდენი ლანჩის დამზადება მოგიწევს.

მარტივი სისტემა

მოსახერხებელი მართვის სისტემა

ერთი რეისი

ოცდაათი კერძი ერთი მიტანა - მარტივად და ეფექტურად

დაგვიკავშირდი

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მუშაობს საოფისე ლანჩი Cafeterio-ზე?

კომპანია ამატებს ოფისის მისამართს და თანამშრომლებს. თანამშრომლები კერძებს აპში ირჩევენ, შეკვეთები კი ოფისში ერთად, ერთი რეისით და დათქმულ დროს მოდის. საოფისე ლანჩი ამჟამად თბილისში მუშაობს.

ყოველ კვირას სხვა სამზარეულო მოდის?

შეგიძლია აირჩიო ერთი სამზარეულო ან ააწყო კვირის განრიგი სხვადასხვა სამზარეულოებით: ერთი სამზარეულო მთელი სამუშაო კვირა, მომდევნო კვირას — სხვა. თანამშრომლების შეფასებები წყვეტს, რომელი სამზარეულო დაბრუნდება უფრო ხშირად.

რა ღირს ლანჩი და არის თუ არა მიტანის საფასური?

ლანჩი 5–16 ₾ ღირს, მიტანის საფასურის გარეშე. საოფისე ფასი იმიტომ გამოდის, რომ სამზარეულო ყველა შეკვეთას წინასწარ იცნობს და ოფისში ერთ მიტანას აკეთებს.

როდემდე უნდა შეუკვეთონ თანამშრომლებმა?

თანამშრომლები შეკვეთას აპში აკეთებენ შეკვეთის ვადის ამოწურვამდე — როგორც წესი, წინა დღეს. შეიძლება შეუკვეთო ხვალინდელი დღისთვის ან ორშაბათს მთელი კვირისთვის.

კომპანია უნდა დააფინანსოს ლანჩი?

არა, დაფინანსება სურვილისამებრ არის. კომპანიას შეუძლია ლანჩი სრულად ან ნაწილობრივ დააფინანსოს და დღიური ლიმიტი დააწესოს; დაფინანსების გარეშე თანამშრომლები თავად იხდიან. ბიუჯეტიდან მხოლოდ რეალური შეკვეთები იხარჯება.

რამდენ ხანში შეიძლება ლანჩის დაწყება ჩვენს ოფისში?

დაამატე შენი ოფისი და დაგვიტოვე ნომერი — დაგიკავშირდებით, შევთანხმდებით მიტანის მისამართზე და ლანჩი შეიძლება მომდევნო კვირიდან დაიწყოს.

გაქვთ ქეითერინგი კორპორატიული ღონისძიებებისთვის?

დიახ. ყოველდღიური საოფისე ლანჩის გარდა, Cafeterio-ზე სამზარეულოები ქეითერინგსაც გთავაზობენ კორპორატიული ღონისძიებების, შეხვედრებისა და დღესასწაულებისთვის.

კორპორატიული კვება